სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:05 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საოცნებო დაბრუნება: 13-თვიანი პაუზა და გოლი 31 წამში

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და 31 წამი დასჭირდა გოლის გასატანად.

ესპანელს ბოლოს 2019 წლის 19 მაისს ჰქონდა ნათამაშები, „ვალენსიასთან“ შეხვედრაში კი ზინედინ ზიდანმა თამაშში ჩართო, გავიდა 31 წამი და ბურთთან პირველივე შეხების შემდეგ მეტოქის კარი აიღო!

ეს იყო ყველაზე სწრაფი გოლი ლა ლიგაში 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც ცვლილებაზე შესულ ფეხბურთელს გაუტანია. თავად ასენსიოსთვის კი ლა ლიგის ეგიდით 2018 წლის 22 სექტემბერის შემდეგ პირველი გოლი გამოდგა.

ასე რომ, ზიდანს და „რეალს“ ნამდვილი ჯოკერი დაუბრუნდა და თანაც, როგორ... შეგახსენებთ, „სამეფო კლუბმა“ „ვალენსია“ 3:0 დაამარცხა და „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12689