ფეხბურთი

0:14 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

იან ობლაკმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

მადრიდის „ატლეტიკო“ მეკარემ იან ობლაკმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარა. სლოვენიელმა „ოსასუნასთან“ გოლი არ გაუშვა და ესპანეთის ჩემპიონატში მეასე მშრალი მატჩი ჩააატარა.

Opta-ს ცნობით, 100 მშრალი თამაშისთვის ობლაკს ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცოტა შეხვედრის ჩატარება დასჭირდა (182). იანმა მიგელ რეინას რეკორდი დაამხო, რომელმაც 222 მატჩიდან მოახერხა 100-ჯერ კარის ხელუხლებლად დაცვა.

შეგახსენებთ, იან ობლაკი მადრიდის „ატლეტიკოში“ 2014 წელს ლისაბონის „ბენფიკადან“ გადავიდა.

0.111488