ფეხბურთი

21:12 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო: "ლაუტარო "ბარსაში"? ის უკვე თამაშობს დიდ გუნდში"

ესპანური „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტმა რონალდომ ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა, რომელიც შესაძლოა „ბარსელონაში“ გადავიდეს.

„ლაუტარო მარტინესი კარგი თავდამსხმელია და უკვე თამაშობს ისეთ დიდ გუნდში, როგორიც „ინტერია“. თუმცა, როგორც ჩანს ძალიან დატვირთული სატრანსფერო ბაზარი იქნება. ვერ ვიტყვი „ბარსელონა“ თუ „ინტერი“ იქნებოდა მისთვის უკეთესი გუნდი, მაგრამ მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესის გადაბირებას „ბარსელონა“ ცდილობს, თუმცა „ინტერი“ არგენტინელ ფეხბურთელში გამოსასყიდ თანხად 111 მილიონ ევროს ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117871