ფეხბურთი

17:31 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "რეალი" ფეხბურთელის გადაბირებას გეგმავს

იტალიური „მილანი“ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, ლუკა იოვიჩის გადაბირებას აპირებს. იტალიელებმა გეგმაც შეიმუშავეს სერბი ფეხბურთელის გადასაბირებლად.

იჯარა გამოსყიდვის უფლებით, რომლის ფასი 35 მილიონი ევრო იქნება. მადრიდელთა პასუხი ამ წინადადებაზე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ იოვიჩი ერთი წლის წინ „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, ფეხბურთელმა თავი ძირითადად უდისციპლინობით გამოიჩინა და 24 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112921