ფეხბურთი

12:35 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნანი: "რონალდუ კარიერას ალბათ MLS-ში დაასრულებს"

ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნანიმ ყოფილი თანაგუნდელის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ნანიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი თანამემამულე კარიერას MLS-ში დაასრულებს.

„რამდენიმე წლის წინ მითხრა, რომ სავარაუდოდ კარიერას MLS-ში დაასრულებს. ეს არ არის 100%-ით გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათობაა და არსებობს შესაძლებლობა.

ეს შესანიშნავი ლიგაა, რა თქმა უნდა, არსებობს ასპექტები, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება, თუნდაც ფეხბურთელების ხარისხი. მაგრამ, ფანტასტიკური და ძალიან ორგანიზებული გუნდები არიან. სეზონიდან სეზონამდე ყველაფერი ვითარდება“, - უთხრა ნანიმ ESPN-ს.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126019