იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა (2:4) და მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა ფინალში.
შედეგად, Opta გვატყობინებს, რომ კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში პირველად წააგო ზედიზედ ორი ფინალი.
შეგახსენებთ, „ნაპოლისთან“ მატჩამდე „იუვემ“ იტალიის სუპერთასის ფინალი 2019 წლის დეკემბერში „ლაციოსთან“ წააგო (1:3).