იტალიურმა „ნაპოლიმ“ დრის მერტენსს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ნეაპოლელთა ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელი გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
მერტენსი „ნაპოლიში“ 2013 წლის ზაფხულში პსვ ეინდჰოვენიდან გადავიდა და კლუბის ისტორიაში ჩაეწერა.
საქმე ისაა, რომ ბელგიელს „აძურის“ მაისურით 122 გოლი აქვს გატანილი და „ნაპოლის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.