ფეხბურთი

20:43 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბელარუსზე მაყურებელთა დაშვება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული

საქართველო - ბელარუსის მატჩზე მაყურებელთა დასწრება შეხვედრამდე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ სფფ-მ განაცხადა.

ჯერჯერობით უეფას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ვიმედოვნოთ, რომ 8 ოქტომბრისთვის კორონავირუსი საბოლოოდ დამარცხებული იქნება.

„მაყურებლის დასწრების საკითხი, შეხვედრამდე, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, შემოდგომაზე გადაწყდება. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და მაყურებელი მატჩზე დასწრებას შეძლებს“ - წერის სფფ ფეისბუქ პოსტის კომენტარში.

აქვე გეტყვით, რომ ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება და თუ საქართველო ფინალში გავა, მატჩს თბილისი უმასპინძლებს.

0.150002