ფეხბურთი

18:27 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩემპიონთა და ევროპა ლიგების განახლებული ფორმატი ცნობილია

მოლოდინი გამართლდა და უეფამ ოფიციალურად დაადასტურა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის განახლებული ფორმატები.

ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი“ 12-23 აგვისტოს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩატარდება. მეოთხედფინალები 12-15 აგვისტოს, ნახევარფინალები 18-19 აგვისტოს და ფინალი 23 აგვისტოს „და ლუჟის“ სტადიონზე.

აღსანიშნავია, რომ პლეი-ოფში გუნდები ერთმანეთს ორჯერ არ შეხვდებიან, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ ერთხელ, მაგალითად, როგორც მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში. მეოთხედფინალებამდე ოთხი მერვედფინალური საპასუხო თამაში უნდა ჩატარდეს („მანჩესტერ სიტი“ – „რეალი“ 2:1, „იუვენტუსი“ – „ლიონი“ 0:1, „ბაიერნი“ – „ჩელსი“ 3:0, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“ 1:1).

ეს შეხვედრები 7-8 აგვისტოს გაიმართება, ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არაა, მერვედფინალები ლისაბონში გაიმართება თუ შესაბამისი მასპინძელი გუნდების სტადიონზე (მანჩესტერში, ტურინში, ბარსელონასა და მიუნხენში).

რაც შეეხება ევროპა ლიგას - ამ შემთხვევაშიც ფორმატი იგივეა, 10-21 აგვისტოს მეოთხედფინალებს, ნახევარფინალებსა და ფინალს გერმანია უმასპინძებს. ტურნირს კიოლნი, დიუსელდორფი, დუისბურგი და გელზენკირხენი უმასპინძლებენ, ხოლო ფინალი კიოლნში, „რეინ ენერჯი შტადიონზე“ გაიმართება. მანამდე კი, 5-6 აგვისტოს ევროპა ლიგაზე 1/8-ფინალური ეტაპი ჩატარდება. სიახლეა ევროპის სუპერთასზეც: ეს მატჩი 24 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

0.118816