ფეხბურთი

2:55 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ლიდერობა გაიმყარა

კატალონიის „ბარსელონა“ ლა ლიგის განახლების ჩინებულ ფორმაში შეხვდა. მართალია კატალონელების ორივე მეტოქე გასავარდნ ზონაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ჯერ „მალიორკა“ და ახლა „ლეგანესი“ მარტივად დაამარცხა.

კიკე სეტიენის გუნდი პირველ ტაიმში არც ისე დამაჯერებელი იყო, მაგრამ მაინც შეძლო დაწინაურება. 17 წლის ანსუ ფატიმ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დიდი მომავალი აქვს და ჩინებული დარტყმით თავისიანები დააწინაურა.

მეორე ნახევარში უკვე ლეო მესის გაჩერება გახდა დიდი თავსატეხი სტუმრებისთვის. არგენტინელის წინააღმდეგ რა ხერხით არ უხეშობდნენ და ბოლოს საჯარიმოში წააქციეს. მესიმ პენალტი ზუსტად დაარტყა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 21-ე, ხოლო კარიერაში 699-ე(!) გოლი გაიტანა.

„ბარსელონამ“ თავი 64 ქულას მოუყარა და „რეალს“ 5 ქულით გაასწრო. თუმცა, „სამეფო კლუბს“ ამ ტურის მატჩი მარაგში აქვს, რომელსაც „ვალენსიასთან“ გამართავს.

„ბარსელონა“ – „ლეგანესი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ანსუ ფატი (42), 2:0 მესი (69, პენ)

თეგებილა ლიგა
0.175896