ირაკლი შეყილაძე გულშემატკივარს ძირითადად იტალიის ქვედა დივიზიონის გუნდებში თამაშით ახსოვს. თუმცა მისი კარიერა „ემპოლიში“ იწყებოდა, რომლის მაისურით ერთი გოლი გაიტანა.
ეს 2011 წლის 24 ნოემბერს, იტალიის თასის გათამაშებაში მოხდა. ქართველმა შემტევმა ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“, „ფიორენტინას“ გაუტანა.
„ემპოლი“ იმ დღეს 1:2 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, სტუმართა ერთადერთი გოლი მთლიანად ქართველების დამსახურება იყო. 66-ე წუთზე, როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 იყო, ლევან მჭედლიძემ შეყილაძე მცველს და ბრაზილიელ მეკარე ნეტოს შეატოვა, ირაკლიმაც ჩინებულად ითამაშა - მეტოქის კარი აიღო.
იმ შეხვედრაში მჭედლიძე შეუცვლელად იყო მინდორზე, ხოლო შეყილაძემ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა.