ის, რაც რამდენიმე კვირის წინ ვიცოდით, დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა - „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონია.
„რეკორდმაისტერმა“ პირველივე შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და ვადაზე ადრე ზედიზედ მერვე „ვერცხლის სინი“ გააოფიციალურა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა ბრემენში, „ვერდერს“ მძიმედ, მაგრამ რაც მთავარია მოუგო და ახლა „დორტმუნდისთვის“ ნამდვილად მიუწვდომელი გახდა.
რობერტ ლევანდოვსკიმ 43-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი, ბუნდესლიგაში უკვე 31-ე და ბომბარდირი რომ გახდება, ესეც ნათელია. მეორე ტაიმში სტუმრებს ალფონს დევისი გაუძევეს, მაგრამ „ვერდერმა“ რიცხობრივი უპირატესობა ვერაფერში გამოიყენა. სხვათა შორის, დევისმა ამ შეხვედრაში 36.1 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა ერთ-ერთ ეპიზოდში და ეს ბუნდესლიგის რეკორდია.
როგორც უკვე ვთქვით, „ბაიერნი“ ზედიზედ მერვედ დაეუფლა „ვერცხლის სინს“, ხოლო ისტორიაში 30-ე ჩემპიონობაა. „დორტმუნდს“ კი მხოლოდ იმით შეუძლია გული იჯეროს, რომ მეორე ადგილს დაიკავებს და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ბარემ „ვერდერის“ გასაჭირზეც ვთქვათ, რომელიც გასავარდნ ზონაში დარჩა და ძალიან ახლოსაა ბუნდესლიგიდან ბოლო 40 წელიწადში პირველად გავარდეს. თუმცა, „ბრემენელ მუსიკოსებს“ ჯერ შანსი არ დაუკარგავთ, ოღონდ დარჩენილ ორ ტურში მაქსიმუმი უნდა გააკეთონ.
„გლადბახმა“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგს“ ადვილად, 3:0 აჯობა, „ლევერკუზენს“ გადაასწრო და ოთხეულში შევიდა, თუმცა, „ფარმაცევეტებს“ 32-ე ტურში სათამაშო აქვთ. და ბოლოს, ბერლინში გამოტანილ ვერდიქტზე, სადაც „უნიონმა“ „პადერბორნი“ 1:0 დაამარცხა. ამ შედეგმა ორი ამბავი ოფიციალურად დაადასტურა - „უნიონმა“ ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „პადერბორნი“ გავარდა.
„გლადბახი“ – „ვოლფსბურგი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ჰოფმანი (11), 2:0 ჰოფმანი (30), 3:0 შტინდლი (65)
„ფრაიბურგი“ – „ჰერტა“ 2:1 (0:0)
გოლები: 1:0 გრიფო (61), 1:1 იბიშევიჩი (66, პენ), 2:1 პეტერსენი (71)
„უნიონი“ – „პადერბორნი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ზოლინსკი (27, ა.გ)
„ვერდერი“- „ბაიერნი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (43)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
21 საუკუნის მეორე ათწლეული საკმაოდ დუნე და უინტერესოა ევროპული ფეხბურთისთვის.
შეხედეთ ტოპ 5 ჩემპიონატს. საფრანგეთში პსჟ-ს სრული დომინირება, გერმანიაში ბავარიის, იტალიაში იუვენტუსის. ესპანეთში მანამდეც ორხელისუფლებიანობა იყო, მაგრამ წინა ათწლეულში რეალ-ბარსელონას გარდა სამჯერ სხვა გახდა ჩემპიონი (ერთხელ დეპორი, ორჯერ ვალენსია), ამ ათწლეულში კი მხოლოდ ატლეტიკომ მოახერხა ერთხელ პირველობა.
ერთადერთი ინგლისია, სადაც ინტრიგას ბევრი გუნდი ქმნის და ესეც ეპლ-ის დამატებითი ხიბლია (სხვა ყველაფერთან).
მაგრად მოქოქა ამ ფლიკია თუ ვიღაცამ ბავარია ნუ ბუნდესლიგა ***ზე ბანტი მარა თამაშია კაი საყურებელი და ნაღდი ბავარიული ზედმეტი არაფერი პირდაპირი შეტევები და ტემპიც საკაიფო