ფეხბურთი

23:43 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"შეეძლო "ოქროს ბურთები" ზედიზედ მოეგო" - ენდი კოული რონალდოზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი კოულმა ბრაზილიელ რონალდოსთან შეხვედრა გაიხსენა. ეს 1998-1999 წლების სეზონში მოხდა, როდესაც „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდნენ.

„მახსოვს, როდესაც „ინტერის“ წინააღმდეგ ვთამაშობდით და რონალდო გვირაბში დავინახე, თითქმის „დავსველდი“. ამ ფეხბურთელს წლების განმავლობაში შორიდან ვუყურებდით. მაგრამ როდესაც მის გვერდით ხარ, ფიქრობ: „მეგობარო, მეც ამ დონეზე ვარ, მეც ამ ბიჭებთან ვარ, იგივე მოედანზე, იმავე დონეზე“. ყოველთვის გულწრფელი ვიყავი და ასეთი დონის ფეხბურთელთან თამაში წარმოუდგენელია.

თუ ახლა ბავშვებს რონალდოზე გაესაუბრები, ისე გიყურებენ, თითქოს სამი თავი გქონდეს, რადგან არ იციან ვინ იყო. თუმცა, იმ ტრავმების გარეშე, რომელიც ჰქონდა, შეეძლო „ოქროს ბურთები“ ზედიზედ მოეგო და მილიონი გოლი გაეტანა. ფენომენი იყო“, - თქვა კოულმა.

0.113898