ფეხბურთი

23:13 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაშფორდმა ბორის ჯონსონს ბავშვების უფასო კვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეაცვლევინა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მარკუს რაშფორდის წერილის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და საზაფხულო არდადეგების პერიოდში ხელმოკლე ბავშვების უფასო საკვებით მომარაგებას გააგრძელებს.

რაშფორდი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაახლოებით 3 მილიონ ბავშვს დაეხმარა საკვებით და ბრიტანეთის მთავრობამ თავის მხრივ გადაწყვიტა ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იქნებოდა, მათთვის საკვები არ მიეწოდებინა. ამის შემდეგ „მანჩესტერის“ ფეხბურთელმა პალატას წერილი მისწერა, რამაც შედეგი გამოიღო.

„არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ შეხედეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად. ეს ინგლისია 2020 წელს“, - დაწერა რაშფორდმა ტვიტერში.

ზაფხულში დიდი ბრიტანეთის მთავრობა 1.3 მილიონი ბავშვის გამოკვებისთვის 120 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

0.114759