ფეხბურთი

17:21 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" "ბარსელონას" ანსუ ფატის სანაცვლოდ საოცარ წინადადებას სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კატალონიის „ბარსელონას“ ნიჭიერი შემტევის, ანსუ ფატის გადაბირებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ ესპანელებმა 100-მილიონ ევროიანი წინადადება არ მიიღეს, თუმცა ეს „მანიუს“ ბოსებს არ აშინებთ.

The Times-ს ინფორმაციით, „იუნაიტედმა“ შეთავაზება გაზარდა და მზადაა ანსუს სანაცვლოდ 150 მილიონი ევრო გადაიხადოს. ისინი იმედოვნებენ, რომ „ბარსა“ ამ წინადადებას დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და 24 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115724