თამაშგარე

14:57 | 16.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუსი ლამაზმანი სპორტს ემდურის

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც უცნობილესი მოდელებიც კი თავდაუზოგავად ცდილობენ მათი ბედი სპორტთან დააკავშირონ და ამ გზით კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოიხვეჭონ, ერთობ უცნაურია ასულთა ხილვა, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ სპორტს და სპორტსმენებს სათოფეზეც კი არ გაეკარებიან.

ამის მაგალითია რუსი ფეშენ-მოდელი, კატია შეკინა, რომელიც ამბობს, რომ მოდელების მხრიდან სპორტთან მიტმასვნა მისთვის მიუღებელია და ბევრისგან განსხვავებით არც იმას იკადრებს, რომ ცნობადობის გაზრდის მიზნით პოპულარულ სპორტსმენს საწოლში მერკანტილური მიზნებით ჩაუკოტრიალდეს.

უნდა ითქვას, რომ კატია შეკინა თავის საქმეში მართლაც რომ ძალიან წარმატებულია. ეს ხელიხელსაგოგმანები გოგო დაბადებული 1986 წლის 18 მაისს ქალაქ პერმში. ამჟამად სამოდელო სააგენტო LIKSTAR-ის მოდელი გახლავთ და 2005 წელს დოლჩე და გაბანას სახე გახდა. დღეს მრავალ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს და როგორც იტყვიან, პოპულარობის პიკშია.

0.112853