კალათბურთი

17:41 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების XXI საუკუნის სიმბოლური - ფიბას გამოკითხვა დაიწყო

ფიბა საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ონდების გუნდს გამოკითხვის შედეგად არჩევს (2000-2020 წლებში).

მთლიანობაში ხსენებულ ოცწლეულის ოცნების გუნდისთვის ფიბამ 12 კალათბურთელი შეარჩია და ქომაგებს სასურველი ხუთეულის შერჩევა ხმის მიცემით შეუძლიათ - მოცემულ ბმულზე.

ხმის მიცემა შეგიძლიათ მხოლოდ სასურველი ხუთი კალათბურთელისთვის, სათამაშო პოზიციების განურჩევლად და ამისთვსი საჭიროა მხოლოდ ისრის მონიშვნა. ნომინანტთა სია ასეთია:

ვლადიმერ ბოისა (საშუალოდ 9.7 ქულა, 4.2 მოხსნა, 0.9 პასი), ბექა ბურჯანაძე (4.7 ქულა, 2.8 მოხსნა, 0.5 პასი), მაიკლ დიქსონი (საშუალოდ 18.4 ქულა, 4.1 მოხსნა, 5.1 პასი), მანუჩარ მარკოიშვილი (საშუალოდ 12.2 ქულა, 3.3 მოხსნა, 2 პასი), ვახტანგ ნაცვლიშვილი (საშუალოდ 14.9 ქულა, 6.8 მოხსნა, 0.8 პასი), ზაზა ფაჩულია (საშუალოდ 17 ქულა, 8.3 მოხსნა, 2.1 პასი), დუდა სანაძე (7.5 ქულა, 1.8 მოხსნა, 1.1 პასი), ვიქტორ სანიკიძე (საშუალოდ 12.5 ქულა, 8 მოხსნა, 1.6 პასი), თორნიკე შენგელია (საშუალოდ 12 ქულა, 5.4 მოხსნა, 1.6 პასი), გიორგი შერმადინი (6.5 ქულა, 4.1 მოხსნა, 0.6 მოხსნა), გიორგი ცინცაძე (საშუალოდ 7.3 ქულა, 2.5 მოხსნა, 4.1 პასი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (საშუალოდ 7 ქულა, 3.8 მოხსნა, 0.5 პასი).

„ქართული კალათბურთის აღზევება ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმატებაა. 2011 წელს საქართველომ პირველად ითამაშა ევრობასკეტზე და მას შემდეგ არცერთი ფინალური ეტაპი არ გამოუტოვებია.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო 1992 წელს ფიბას წევრი გახდა. 1993-2009 წლებში ცხრა შესაძლებლობიდან ფინალურ ეტაპზე ერთხელაც ვერ გავიდა, მაგრამ ბრძოლით მოპოვებული წარმატება აღარ დაუთმია.

2011 წელს ქართველებმა არამხოლოდ პირველი მატჩი მოიგეს ევრობასკეტზე, არამედ მეორე რაუნდში გასვლაც მოახერხეს და ეს ალბათ ყველაზე კონკურენტუნარიანი ევრობასკეტი იყო ისტორიაში.

უწყვეტ ზრდა 2015 წელს დადასტურდა, საქართველომ ჯგუფში მასპინძელ ხორვატიას მოუგო და მერვედფინალში ლიტვას ეპიკური ბრძოლა გაუმართა. იგორ კოკოშკოვის გუნდში ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია არიან, რომლებმაც ქომაგების გული მთელი კონტინენტის მასშტაბით მოიგეს.

საქართველო განვითარების შენელების ნიშნებსაც არ აჩვენებს, 2022 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფურ ეტაპსაც უმასპინძლებს“, - წერს ფიბას ვებგვერდი.

გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს ნაკრების XXI საუკუნის ოცნების გუნდი ჩამოყალიბდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე ოთხჯერ, 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში უთამაშია.

0.123625