ფეხბურთი

10:26 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

გახსოვთ ქართველები "კარლ ცაისში"? - მიხეილ აშვეთიას დუბლი "მიუნხენ 1860"-თან" (+VIDEO)

იენას „კარლ ცაისი“ სავსებით სამართლიანად პირველ რიგში „დინამო თბილისთან“ თასების თასის ფინალში მარცხით გვახსენდება. თუმცა, იენურ გუნდში ქართველ ფეხბურთელებსაც უთამაშიათ.

მაგალითად, მიხეილ აშვეთიასა და გიორგი ლომაიას, რომლებიც 2006-2007 წლების სეზონში ირჯებოდნენ გერმანულ გუნდში. 2007 წლის 23 თებერვალს, II ბუნდესლიგის XXIII ტურში „კარლ ცაისმა“ „მიუნხენ 1860“-ს უმასპინძლა და აშვეთიას ლიდერობით დაამარცხა.

ანგარიში მე-7 წუთზე ფილიპ ტაპალოვიჩმა ფანტასტიკური გოლით გახსნა, ხოლო მე-11 წუთზე მასპინძელთა უპირატესობა უკვე სამბურთიანი იყო. ქართველმა ფორვარდმა 2-წუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა! ის მატჩი იენელებმა 3:1 მოიგეს, აშვეთია 82 წუთი იყო მინდორზე, ხოლო გიორგი ლომაიამ შეუცვლელად ითამაშა.

ვთქვათ ისიც, რომ მიხეილ აშვეთია „კარლ ცაისს“ 2007 წლის იანვარში შეუერთდა და მაისში გუნდი დატოვა. ჩვენებურმა გერმანიაში 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ზუსტად იმავე პერიოდში ითამაშა გიორგი ლომაიამაც, რომელმაც II ბუნდესლიგაში 15 მატჩში 17 გოლი გაუშვა და ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვათა შორის, იმ სეზონში იენას "კარლ ცაისმა" II ბუნდესლიგაში ადგილი რომ შეინარჩუნა, ამაში ქართველი ლეგიონერების წვლილი დიდი იყო. თუმცა, კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ ორივემ დატოვა. აშვეთია "ანჟიში" გადავიდა, ლომაია - ლვოვის "კარპატში".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125047