ესპანეთის ლა ლიგაში კატალონიის „ბარსელონას“ გამარჯვებას მადრიდის „რეალმა“ გამარჯვებითვე უპასუხა და „ეიბარს“ პრობლემების გარეშე აჯობა.
„სამეფო კლუბი“ მეტოქეს როგორც დააანონსებული იყო „ვალდებებასის“ ბაზაზე უმასპინძლა და „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკის გარეშეც შეძლო მოწინააღმდეგესთან გამკლავება.
ზინედინ ზიდანის გუნდისთვის რამდენიმე კარგი სიგნალი გაისმა დღევანდელი შეხვედრიდან და მათ შორის, უდავოდ ედენ აზარის მოედანზე დაბრუნებაა. ბელგიელმა პაუზის დროს გამოჯანმრთელება მოასწრო და საგოლე პასიც შეასრულა. მისი გადაცემით კი სერხიო რამოსმა. მანამდე ანგარიშის გახსნა ტონი კროოს მოესწრო, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს მარსელომ მესამეც გაიტანა და ყველანაირი ინტრიგა გააქრო. ნაანატრაქტევს სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს. „რეალმა“ „ბარსასთან“ ორქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
სამაგიეროდ, სხვა მიზნები აქვს წელს მადრიდის „ატლეტიკოს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის. დიეგო სიმეონეს გუნდი „ბილბაოს“ „სან მამესზე“ ესტუმრა და პირველი ტაიმის მიწურულს იკერ მუნიაინის გოლს დიეგო კოშტამ მალევე უპასუხა. თუმცა, ერთი ქულა „ატლეტიკოსთვის“ დიდი ვერაფერი ნუგეშია, რადგან მხოლოდ მეექვსე ადგილზე იმყოფება. სხვათა შორის, „როხიბლანკომ“ მე-13 ფრე ითამაშა და ლიგაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ბილბაო“ – „ატლეტიკო“ 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 მუნიაინი (37), 1:1 დიეგო კოშტა (39)
„რეალი“ – „ეიბარი“ 3:1 (3:0)
გოლები: 1:0 კროოსი (4), 2:0 სერხიო რამოსი (30), 3:0 მარსელო (37), 3:1 ბიგასი (60)