კალათბურთი

19:15 | 14.06.2020 | ნანახია 884 - ჯერ

ცსკა-მ შენგელიას ტრანსფერზე "ბასკონიასთან" მოლაპარაკება დაიწყო

მოსკოვის ცსკა-მ ესპანურ „ბასკონიასთან“ თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Live Sport-ი ავრცელებს.

თუმცა, ამ ეტაპზე უფრო მეტი კონკრეტული ცნობა და გუნდების მხრიდან ოფიციალური დასტური ზემოხსენებული ინფორმაციის თაობაზე არ არსებობს.

თორნიკეს ცსკა-ს გარდა მადრიდის „რეალსა“ და „ოლიმპია მილანოსაც“ უკავშირებენ, ხოლო ვიტორიელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

2019-2020 წლების სეზონში ლიგა ენდესაში შენგელია საშუალოდ 33 წუთში 16.6 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებს. ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატი 17 ივნისს განახლდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:06 | 15.06.2020
dinamo222 (8587)

მილუოკი ჯობია ნბას ჩემპიონი მაინც გახდება !DD

22:14 | 14.06.2020
FC.BAYERN+GERMANY (10046)

ფინიქსი ჯობია რა ცსკა (რწყევის სმაილი)

19:45 | 14.06.2020
valeri8848 (2622)

რეალი რეალი ჯობია,..,.,.,,.. რუსებს არ გავარტყი

0.134585