ფეხბურთი

10:22 | 14.06.2020 | ნანახია NaN - ჯერ

უმაყურებლო მატჩში მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა - კურიოზი მალიორკაში

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - მალიორკაში, სადაც მატჩი დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ მიმდინარეობდა, მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა.

„მალიორკასა“ და „ბარსელონას“ შეხვედრაში მოულოდნელად მოედანზე ლიონელ მესის მაისურში გამოწყობილი ქომაგი გამოჩნდა, რომელმაც ჟორდი ალბასთან სელფის გადაღებაც სცადა. თუმცა, სტიუარდებმა ამის საშუალება არ მისცეს და სტადიონი დაატოვებინეს.

ნებისმიერ შემთხვევაში მაინც საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა მოედანზე ადამიანი იმის ფონზე, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ეს აკრძალულია.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ „მალიორკა“ 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიცია გაიმყარა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:47 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

არაა გამორიცხული მეორეზეც გავიდეს

21:46 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

მილანი უეჭველი გასულია ლიგის ზონაში

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ცალკე ლიგაზეც დაიფრინეს

06:42 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (39633)

ეს ბოლო სეზონებია, მილანი ძაან უხერხულ მეტოქეთ იქცა ნაპოლისტვის

0.06505
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}