კორონავირუსით გამოწვეული პაუზა უზბეკეთში დასრულდა და მარტში შეწყვეტილი სეზონი განახლდა. ელგუჯა გრიგალაშვილისა და მათე ვაწაძის აგმკ-მ სტუმრად „კიზილკუმი“ 1:0 დაამარცხა.
ეს ერთადერთი გოლი გრიგალაშვილმა გაიტანა, რომელმაც 66-ე წუთზე მოახერხა მეტოქის დამწუხრება. ელგუჯა 87-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშა.
აგმკ-ს ოთხი ტურის თავზე 8 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა. ხვალ სეზონს შოთა არველაძის „ფახთაქორიც“ განაახლებს, რომელიც სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობს.