იტალიურმა „მილანმა“ „ლიონის“ მარჯვენა მცველი პიერ კალულუ დაიმატა. L’Equipe-სა და Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ახალგაზრდა ფრანგი ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
კალულუ „მილანთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორებს და „როსონერის“ ფეხბურთელი ოფიციალურად 1 ივლისიდან გახდება.
20 წლის ფეხბურთელი „ლიონის“ აკადემიის წევრი იყო და მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია.