ფეხბურთი

17:14 | 13.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფიამ 13 ივნისს დაზარალებულ ხუთ ოჯახს საცხოვრებელი ფართი შეუძინა

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს საცხოვრებელი ფართი შეუძინა. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

„დღეს 13 ივნისია. ხუთი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. ვუსამძიმრებთ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი იყო მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის. დინამოს ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველანი გვერდში ედგნენ მოსახლეობას სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში. წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს და რაც მთავარია ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს შეუძინა საცხოვრებელი ფართი“, - წერია „დინამოს“ ფეისბუქგვერდზე.

0.11191