ფეხბურთი

16:44 | 13.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

200 მატჩი "რეალში" - ზიდანზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ 14 ივნისს, „ეიბართან“ მეორასედ უხელმძღვანელებს. ფრანგზე მეტჯერ „სამეფო კლუბი“ მხოლოდ მიგელ მუნიოსს და ვისენტე დელ ბოსკეს გაუწვრთიანათ.

მუნიოსის ანგარიშზე 605 მატჩია, ხოლო დელ ბოსკე „რეალის“ მთავარი მწვრთნელი 236 შეხვედრაში იყო.

რაც შეეხება „ზიზუს“, აქამდე ჩატარებული 199 თამაშიდან მადრიდელებმა 131 მოიგეს, 42-ჯერ ფრეს დასჯერდნენ და მხოლოდ 26-ჯერ დამარცხდნენ. ამ პერიოდში ზიდანმა „რეალს“ 10 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

0.117185