„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და მისი გუნდი „ლივერპულისთვის“ საჩემპიონო დერეფნის მოწყობას ორგანიზებას უწევს.
Mirror-ის ინფორმაციით, „ქალაქელები“ „წითლებთან“ მატჩის დაწყებამდე დერეფანს გააკეთებენ და მეტოქისადმი პატივისცემას გამოხატავენ.
„ლივერპულს“ ამ დროისთვის 25-ქულიანი უპირატესობა აქვს, მომდევნო ორ ტურში „ევერტონთან“ და „კრისტალ პალასთან“ თუ მოიგებს, პარალელურად კი „სიტიც“ მოიპოვებს 6 ქულას უახლოეს ორ შეხვედრაში, იურგენ კლოპის გუნდისთვის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მატჩი ჩემპიონის რანგში სწორედ „სიტისთან“ დაპირისპირება იქნება.