ფეხბურთი

17:58 | 12.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" შესაძლოა ჩეხი თავდამსხმელი დაიმატოს

გერმანული „ლაიფციგის“ ფეხბურთელი პატრიკ შიკი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. როგორც Don Balon-ი წერს, ზინედინ ზიდანი კარიმ ბენზემას დუბლიორს აქტიურად ეძებს და თვალი ჩეხ ფორვარდს დაადგა.

აღსანიშნავია, რომ შიკი „რომას“ საკუთრებაა და „ლაიფციგს“ მისი გამოსყიდვა სურს, მაგრამ 29 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს.

ამიტომაც, „სამეფო კლუბის“ შანსი, რომ ჩეხი ფეხბურთელი ხელში ჩაიგდოს, უფრო დიდია. პატრიკ შიკს „ლაიფციგში“ 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136604