MLS-ის სეზონი 8 ივლისს განახლდება, მანამდე კი წილისყრა გაიმართა, რომლის საშუალებითაც გუნდები 6 ჯგუფში გადანაწილდნენ. მინი ტურნირი ერთ წრედ ჩატარდება და თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 2 ყველაზე მაღალი შედეგის მქონე გუნდი გავა. ასევე 3 საუკეთესო მესამეადგილოსანი. სულ პლეი ოფში 16 გუნდი იქნება.
ქართველი ფეხბურთელების: ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე“ B ჯგუფში მოქმედ ჩემპიონ „სიეტლისთან“, „დალასთან“ და ვანკუვერთან ერთად მოხვდა.
ყველა გუნდი თავს ორლანდოში მოიყრის და შეხვედრები Disney World-ის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები კი შესაბამისად 5-6 და 11 აგვისტოს ჩატარდება.