მერაბ დვალიშვილისა და რეი ბორგის ბრძოლა აღარ შედგება. ჩაშლილი დაპირისპირების მიზეზი 26 წლის ამერიკელი სპორტსმენის შვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ინფორმაცია MMAFighting.com-მა ოფიციალურად დაადასტურა.
თუმცა, ქართველს ახალი მეტოქე ჰყავს და ის უკვე გუსტავო ლოპესს დაუპირისპირდება. კომბატის ჩემპიონს შერეულ ორთაბრძოლებში 15 შეხვედრა აქვს გამართული, რომელთაგანაც 11 მოიგო, 4 კი მარცხით დაასრულა.
მერაბ დვალიშვილმა კი 5 შეხვედრიდან ბოლო 3-ში იმარჯვა და ეცდება წარმატებული სერია გააგრძელოს.