თამაშგარე

12:50 | 12.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი რუსი ქომაგების სექსმოყვარეობისა

ჩვენი არ იყოს, ევროპელი მოკალმეებიც ხშირად წერენ რუსი ფანების აგრესიულობასა და “ბოღმის ბუკეტობაზე“. თუმცა კალმის მონოტონურ წრიპინში არც იმის აღნიშვნა ავიწყდებათ, რომ რუსეთის სხვადასხვა სპორტული ნაკრებების ქომაგები მაინც განსაკუთრებულად პოპულარულები არიან და ამას მუდამ ერთადერთი ფაქტორი განაპირობებს.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ ქალ ქომაგებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც როგორც რეალურ ცხოვრებაში, სტადიონებზეც ნამეტანი სითამამით გამოირჩევიან და რუსეთში თუ არა სხვაგან სად შეიძლება გამოიძერწოს რეალობა, როდესაც ხურუშიანობასა შინა მყოფი ბიჭ-ბუჭობა სპორტულ ღონისძიებებზე ასპარეზობის ნახვის ნაცვლად გოგონებისთვის თვალის ჩასაპაჭუნებლად დადიან.

ჩვენში რასაც “თვალის პაჭუნს“ ეძახიან, დიდ და უცნაურ რუსეთში სარეცელის თანაბარი რხევა და ჭრაჭუნი ქვია. თუმცა ამ რეალობას რუსული ფეხბურთის მესვეურნი არცთუ დადებითად აფასებენ და იქაურ მედიაში სულ უფრო ხშირად იწერება სტატიები “სპორტში გარყვნილების ჩაბუდებაზე“. რუსეთში რომ ვინმეს სექსი გაუკვირდება - აი ეგ კი მართლა გასაკვირია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109946