ლონდონის „ჩელსის“ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ აკლია და ამ მხრივ გამონაკლისი არც რუსეთია, სადაც „არისტოკრატებს“ პირმშვენიერი მარია ლიმანი თავგადაკლული ქომაგობს.
ფლეიბოის ექსმოდელი განსაკუთრებით პოპულარული 2018 წლის მუნდიალიდან გახდა, რომელიც მის სამშობლოში გაიმართა და ამ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდა...
ახლა, „ჩელსის“ გარეშე და უფეხბურთოდ „მოწყენილმა“ მარიამ კარანტინის დღეები ლონდონში გაატარა და სოციალურ ქსელსაც გაცილებით დიდი დრო დაუთმო.
რუსი ლამაზმანი თავის ნახევარ მილიონ გამომწერს პრაქტიკულად მოსვენების უფლებას არ აძლევდა და ყოველდღიურად ისეთ ცხელ-ცხელ ფოტოებს აქვეყნებდა, თქვენგან მოწონებული.
ახლა კი, როდესაც პრემიერლიგის რესტარტი კარსაა მომდგარი, მარიას ყურადღებას გადატანა ისევ „სტემფორდ ბრიჯისკენ“ მოუწევს, რომლის ხშირი სტუმარიც გახლავთ და იმედოვნებს, რომ თავისი ბიჭები ძველებურად გაახარებენ, როგორც ოქროს წლებში.