ფეხბურთი

16:53 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრა გაბრაზებულია: "ეს ძველი "მილანი" აღარ არის"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანის“ აღმასრულებელ დირექტორ ივან გაზიდისს დაუპირისპირდა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, შვედმა კლუბის მმართველი მთელი გუნდის წინაშე გააკრიტიკა.

„რატომ იყავი ამდენი ხნის განმავლობაში გუნდიდან შორს და მხოლოდ თამაშამდე 48 საათით ადრე გამოჩნდი? ეს აღარ არის ძველი „მილანი“, ძალიან ბევრი გაურკვევლობაა“, - უთხრა იბრამ გაზიდისს.

ამრიგად, როგორც ჩანს, ზლატანი „როსონერისთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება.

ცნობისთვის, „როსონერი“ 12 ივნისს ტურინში „იუვენტუსს“ იტალიის თასის ნახევარფინალში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115407