ფეხბურთი

14:59 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ირლანდიასთან თამაშის შემდეგ კინაღამ მოვკვდი, სისხლდენა მქონდა"

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარმა მწვრთნელმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. შოთას განცხადებით, ძალიან ცუდად იყო და ლამის მოკვდა.

„0:2 წავაგეთ და თამაშის შემდეგ კინაღამ მოვკვდი. ძალიან ბევრი ვოლტარენი მივიღე. თავბრუსხვევა, გული საშინლად სწრაფად მიცემდა. ვიფიქრე, რომ მოვიწამლე, როგორც იაშვილი თამაშამდე. ბევრი წყალი დავლიე, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაუარესდა. სისხლდენა დამეწყო, სისხლს ვაღებინებდი.

ჩვენთან ერთად მოსკოველი ბიზნესმენი ანზორ კიკალიშვილი იყო, რომელმაც მითხრა, რომ სასწრაფოდ დუბლინის საავადმყოფოში გადაყვანა მჭირდებოდა, სადაც ოთხი დღე გავატარე. მადლობა ღმერთს, მაშინ გუნდთან ერთად თბილისში არ გავფრინდი, თორემ არავინ იცის თვითმფრინავში რა მოხდებოდა“, - ციტირებს არველაძის სიტყვებს Match TV.

აქვე გეტყვით, რომ შოთა არველაძემ ზუსტად 17 წლის წინ, 2003 წლის 11 ივნისს, დუბლინში გამართული მატჩი გაიხსენა. ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში ივო შუშაკის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111622