ისტორია

10:07 | 11.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

11 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1958 - დაიბადა უგო სანჩესი. მექსიკის ეროვნული ნაკრების, მექსიკური უნამ-ის (1975-81), მადრიდის “ატლეტიკოსა” (1981-85) და “რეალის” (1985-92), “რაიო ვალეკანოს”, მექსიკის “ატლანტეს”, ავსტრიული “ლინცის” ცენტრფორვარდი. საშუალო სიმაღლის მიუხედავად, ბრწყინვალედ თამაშობდა თავით. უნამ-ის შემადგენლობაში ჩაატარა 181 მატჩი, გაიტანა 198 გოლი. მექსიკის ოთხგზის ჩემპიონი. “ატლეტიკოს” რიგებში ჩაატარა 111 შეხვედრა, გაიტანა 54 გოლი. გუნდთან ერთად, მოიგო ესპანეთის თასი და სუპერთასი. “რეალის” შემადგენლობაში მოიპოვა უეფა-ს თასი (1986) და ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონობა. ხუთჯერ იყო პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. 1990 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ბომბარდირი, რისთვისაც “ოქროს ბუცი” გადაეცა. “რეალის” მაისურით ჩაატარა 207 მატჩი, გაიტანა 164 გოლი. 1977 წელს მექსიკის ნაკრებთან ერთად გახდა კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონფედერაცია) ჩემპიონი. მექსიკის ნაკრების სამოცდათხუთმეტ მატჩში გაიტანა 29 გოლი. წვრთნიდა უნამ-ს (2000-05), მექსიკის ნაკრებს (2006-08), მექსიკის ახალგაზრდულ ნაკრებს (2008), “ალმერიას” (2009). მწვრთნელობისას ორჯერ მოიპოვა მექსიკის ჩემპიონობა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1908 - ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებმა, ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნული გუნდი 7:1 დაამარცხა. ალბიონელთაგან ოთხივე გოლი ჰადსონმა გაიტანა.

1949 - პოლონელმა მძლეოსანმა ემილ ზატოპეკმა, ათ კილომეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (29:28.8).

1957 - თბილისისდინამომსაერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბუქარესტისდინამო” 4:0 დაამარცხა.გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, ავთანდილ ღოღობერიძემ, კარლო გაგნიძემ და ბადრიხასაიამგაიტანეს.

1958 - შვედეთის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ჩეხოსლოვაკია - გფრ 2:2; არგენტინა - ჩრდილოეთ ირლანდია 3:1; იუგოსლავია - საფრანგეთი 3:1; პარაგვაი - შოტლანდია 3:2; უელსი - მექსიკა 1:1; სსრკ - ავსტრია 2:0; ბრაზილია - ინგლისი 0:0.

1968 - თბილისისდინამომსაერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ზაბჟესგურნიკთან” 1:2 წააგო.ქართველთაგან ერთადერთი გოლი რევაზ ძოძუაშვილმა გაიტანა.

1970 - მექსიკის მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: მექსიკა - ბელგია 1:0; იტალია - ისრაელი 0:0; ინგლისი - ჩეხოსლოვაკია 1:0; ბულგარეთი - მაროკო 1:1.

1978 - არგენტინის მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ესპანეთი - შვედეთი 1:0; ბრაზილია - ავსტრია 1:0; პერუ - ირანი 4:1; პერუელთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა თეოფილო კუბილასმა. შოტლანდია - ჰოლანდია 3:2.

1978 - შვედმა ჩოგბურთელმა ბიორნ ბორგმა, საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირი მოიგო და შეჯიბრების რიგით 48-ე ჩემპიონი გახდა.

1982 - სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ლარი ჰოლმსმა ჰარი ქუინი მეცამეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1986 - მექსიკის მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ბელგია - პარაგვაი 2:2; მექსიკა - ერაყი 1:0; მაროკო - პორტუგალია 3:1; ინგლისი - პოლონეთი 3:0.

1988 - რუსმა მძლეოსანმა გალინა ჩისტიაკოვამ, ქალთა შორის სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (7 მეტრი, 52 სანტიმეტრი).

1989 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ამერიკელმა მაიკლ ჩანგმა შვედი შტეფან ედბერგი 6:1, 3:6, 4:6, 6;4, 6:2 დაამარცხა და ტურნირის 59-ე ჩემპიონი გახდა.

1990 - იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: კოსტა რიკა - შოტლანდია 1:0; ინგლისი - ირლანდია 1:1.

1991 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში, “ჩიკაგო ბულზმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა და NBA-ს რიგით 45-ე ჩემპიონი გახდა.

1992 - აშშ-ის ბეისბოლისტთა ოლიმპიურმა ნაკრებმა, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ვენესუელას 20:0 მოუგო.

1992 - ჩოგბურთელი ტრეისი ოსტინი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელიც ჩოგბურთელთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1994 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, ლაგოსში ნიგერიის ნაკრებთან 1:5 წააგო. ქართველთაგან გოლი რევაზ არველაძემ გაიტანა.

1995 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ავსტრიელმა ტომას მუსტერმა მაიკლ ჩანგი 7:5, 6:4, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 65-ე ჩემპიონი გახდა.

1998 - საფრანგეთის მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: იტალია - ჩილე 2:2; ავსტრია - კამერუნი 1:1.

2000 - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა, ტალინში ესტონეთის ნაკრებთან ჩატარებულ ტესტ-მატჩში 0:1 წააგო.

2002 - მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა _ იაპონია). ჯგუფური ეტაპი: დანია - საფრანგეთი 2:0; სენეგალი - ურუგვაი 3:3; გერმანია - კამერუნი 2:0; ირლანდია - საუდის არაბეთი 3:0.

2003 - ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დუბლინის “ლენდსაუნ როუდზე” ირლანდიასთან 0:2 წააგო.

2005 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ნოდარ ახალკაცი-უმცროსი აირჩიეს.

2005 - საქართველოს რაგბისტთა ეროვნულმა ნაკრებმა, ერთა თასის გათამაშების მატჩში ჩეხეთის გუნდს 75:10 მოუგო. მატჩი ქუთაისში ჩატარდა.

2006 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, “დია 2006”-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად შოთა არველაძე დასახელდა.

2006 - გერმანიის მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: სერბეთი - ჰოლანდია 0:1; მექსიკა - ირანი 3:1; ანგოლა - პორტუგალია 0:1.

2007 - იტალიური “ბოლონიას” მთავარ მწვრთნელად არიგონი დაინიშნა.

2007 - ესპანური “ბეტისის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუის ფერნანდესი გადააყენეს.

2009 - “მანჩესტერ იუნაიტედი” ოთხმოც მილიონ გირვანქად კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალში” გაშვებას დასთანხმდა.

2010 - სამხრეთ აფრიკაში სტარტი აიღო მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატმა. მუნდიალის გახსნის მატჩში, სამხრეთ აფრიკა მექსიკას 1:1 დაუზავდა. შეხვედრა იოჰანესბურგში ჩატარდა. იმავე A ჯგუფში, კეიპტაუნში, ურუგვაიმ და საფრანგეთმა 0:0 ითამაშეს.

2010 - ბუქარესტში, რაგბში IRB- ერთა თასის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა რუმინეთს ნაკრებს 22:21 მოუგო.

2011 - იტალიაში მიმდინარე 19 წლამდელ გოგონათა შორის ევროპის საფეხბურთონ ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ ნორვეგიას 8:1 მოუგო. გერმანელი 19 წლამდელები მეექვსედ გახდნენ კონტინენტის ჩემპიონები.

ამ დღეს დაიბადნენ

1934 - ბლაგოე ვიდინიჩი. 1950-60-იან წლებში იუგოსლავიის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის (ევროპის თასის) ფინალისტი. 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი.

1939 - კლაუდიო კუტინიო. ცნობილი ბრაზილიელი საფეხბურთო მწვრთნელი. პროფესიონალი მოთამაშე არ ყოფილა. აიღო სამწვრთნელო ლიცენზია და წარმატებით მუშაობდა როგორც სამშობლოში, ასევე, მარსელის “ოლიმპიკის” დამრიგებლად. წვრთნიდა ბრაზილიის ეროვნულ და ოლიმპიურ ნაკრებებს. ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გაიყვანა. 1981 წლის 27 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა - რიო დე ჟანეიროს პლაჟ იპანემასთან, წყალქვეშა ნადირობისას დაიხრჩო.

1950 - დები უოტსონი. ორას მეტრზე გულაღმა ცურვაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1957 - ხუან ბატალია. 1970-80-იან წლებში პარაგვაელი ფორვარდი, რომელმაც საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი კოლუმბიაში გაატარა. ხუან ბატალია შვიდჯერ გახდა კოლუმბიის ჩემპიონი, სამჯერ ითამაშა ლიბერტადორესის თასის ფინალში.

1958 - უგო სანჩესი. მექსიკის ეროვნული ნაკრების, მექსიკური უნამ-ის (1975-81), მადრიდის “ატლეტიკოსა” (1981-85) და “რეალის” (1985-92), “რაიო ვალეკანოს”, მექსიკის “ატლანტეს”, ავსტრიული “ლინცის” ცენტრფორვარდი. საშუალო სიმაღლის მიუხედავად, ბრწყინვალედ თამაშობდა თავით. უნამ-ის შემადგენლობაში ჩაატარა 181 მატჩი, გაიტანა 198 გოლი. მექსიკის ოთხგზის ჩემპიონი. “ატლეტიკოს” რიგებში ჩაატარა 111 შეხვედრა, გაიტანა 54 გოლი. გუნდთან ერთად, მოიგო ესპანეთის თასი და სუპერთასი. “რეალის” შემადგენლობაში მოიპოვა უეფა-ს თასი (1986) და ხუთჯერ ესპანეთის ჩემპიონობა. ხუთჯერ იყო პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. 1990 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ბომბარდირი, რისთვისაც “ოქროს ბუცი” გადაეცა. “რეალის” მაისურით ჩაატარა 207 მატჩი, გაიტანა 164 გოლი. 1977 წელს მექსიკის ნაკრებთან ერთად გახდა კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონფედერაცია) ჩემპიონი. მექსიკის ნაკრების სამოცდათხუთმეტ მატჩში გაიტანა 29 გოლი. წვრთნიდა უნამ-ს (2000-05), მექსიკის ნაკრებს (2006-08), მექსიკის ახალგაზრდულ ნაკრებს (2008), “ალმერიას” (2009). მწვრთნელობისას ორჯერ მოიპოვა მექსიკის ჩემპიონობა.

1962 - ნანა მნათობიშვილი. სპორტულ აკრობატიკაში, 1980 წელს გახდა მსოფლიოსადაევროპისაბსოლუტური ჩემპიონი. მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი. საბჭოთაკავშირისსამგზისჩემპიონი (1979, 1980, 1981). 1984 წელს გახდა ვერცხლის პრიზიორი. 1980, 1981, 1982 წლებშიფლობდასაკავშირო თასს. 1979 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ნანამნათობიშვილისაერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატია.

1974 - ფრაგიკოს ალვერტისი. საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრების მსროლელი-ფორვარდი (206 სმ). ევროპის 2005 წლის ჩემპიონი.

1984 - ნენად მისანოვიჩი. სერბეთის კალათბურთელთა ნაკრების მეფარე (217 სმ).

0.116512