თამაშგარე

12:45 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

როსალა ტორალესის მშვენება

მშვენიერი როსანა ტორალესი პორტუგალიელი ექიმია. იგი საფეხბურთო კლუბ “ბოავიშტაში“ დიეტოლოგად მუშაობს და როგორც პირინეელი ბულვარული მედიის წარმომადგენლები გვამცნობენ, ამ კლუბის ფეხბურთელები თურმე სპეციალურად სუქდებიან იმ იმედით, რომ მერე საქმეს როსალასთან დაიჭერენ.

როსალა ტორალესი როგორც უკვე ვთქვით ხელობით ექიმია, მაგრამ იმდენად შეჰყვარებია თამამი და კაცთა გონების დამბინდველი ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოდება, რომ ავი ენები იმასაც კი იძახიან, ტორალესის ქალი ექიმის ხალათს სულ მალე სამიდღემჩიოდ გაიხდის და ზედ ტანსაცმელსაც მიაყოლებსო.

ისე, ყველაფერს ბედი უნდა... 90-იან წლებში, როდესაც თბილისის “დინამო“ “ბოავიშტასთან“ ევროთასებზე სასტიკად დამარცხდა, მაშინ როსალა ტორალესი პატარა გოგონა იქნებოდა, თორემ მარცხნაჭამი თბილისელი ფეხბურთელები ასეთი ქალის ხილვით ტკბობით მაინც დაიმშვიდებდნენ თავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111025