ფეხბურთი

11:32 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საჭირო არაა ისეთი გენერლის დამცირება, როგორიც სუარესია" - ეტო'ომ "ბარსას" რჩევა მისცა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის მომხრე არაა და ამის მიზეზი ლუის სუარესია. კამერუნელის განცხადებით, ურუგვაელს კლუბმა უფრო მეტი პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, რომ ლაუტაროს დიდი პერსპექტივა აქვს.

"ბარსა" ყოველთვის უნდა გაძლიერდეს, მაგრამ საჭირო არაა ისეთი გენერლის დამცირება, როგორებიც სუარესია. ის თავის პოზიციაზე ნამდვილად გენერალია და არავისთან არ შეიძლება მისი შედარება.

ლაუტარო "ინტერში" კარგად თამაშობს და პერსპექტიულია, მაგრამ ხალხს აქვს ტენდეცია დაივიწყონ უახლესი ისტორია და ლუისმა ბოლო ისტორიები დაწერა, არამხოლოდ "ბარსას", არამედ ფეხბურთის. ეს ხელს არ უშლის სხვა მოთამაშეს, რომ გუნდში უფრო მეტი კონკურენცია შექმნას, თუმცა პატივი უნდა ვცეთ მოთამაშეებს, რომლებმაც ისტორია დაწერეს", - თქვა ეტო'ომ.

შეგახსენებთ, "ინტერი" ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ 111 მილიონ ევროს ითხოვს, რაც მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხადაა მითითებული.

0.116258