სხვა

15:33 | 11.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: IOC-სა და ტოკიო-2020-ს შორის სრული გაგებაა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, IOC-სა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს შორის სრული გაგებაა.

„დღეს ტოკიოს თამაშებისთვის სამზადისზე ვიმსჯელეთ. იაპონელები დარწმუნებულები არიან, რომ გაისად ზაფხულში წარმატებით ჩაატარებენ თამაშებს. IOC-სა და საორგანიზაციო კომიტეტს შორის სრული ურთიერთგაგებაა. აღმასრულებელი საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ ჩვენ უკვე მივაღწიეთ პროგრესს. თამაშების ორგანიზების ხარჯების შემცირების მიზნით, მაქსიმალურად ვამარტივებთ თამაშების ჩატარებას," - განაცხადა თომას ბახმა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099721