უეფასა და „მანჩესტერ სიტის“ საქმის მოსმენა სპორტის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა (Tas) გაიმართა და საბოლოო განაჩენი ივლისში იქნება გამოტანილი.
„მოსმენის დასასრულს ორივე მხარემ გამოთქვა კმაყოფილება პროცედურის მიმდინარეობის შესახებ. გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისის პირველ ნახევარში იქნება მიღებული. ზუსტი თარიღი წინასწარ ეცნობება მხარეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თებერვალში უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ორი წლით ევროთასებიდან მოკვეთა და 30 მილიონი ევროს ჯარიმაც დააკისრა. თუმცა, ინგლისელებმა გადაწყვეტილება ლოზანაში გაასაჩივრეს და საქმის მოგებას იმედოვნებენ.