ფეხბურთი

23:56 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი ესპანეთშიც დაბრუნდა - თამაში, რომელიც 6 თვის წინ დაიწყო, დღეს დასრულდა

ესპანური ფეხბურთი ქომაგები ლა ლიგის განახლების მოლოდინში არიან, მაგრამ იქამდე ესპანეთში კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

სეგუნდა დივიზიონში „რაიო ვალეკანოსა“ და „ალბასეტეს“ მეორე ტაიმი გაიმართა და მასპინძლებმა პერუელი ლუის ადვინკულას გოლით 1:0 მოიგეს.

მხოლოდ მეორე ტაიმი იმიტომ, რომ ეს თამაში 2019 წლის 15 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 5 თვისა და 26 დღის შემდეგ დასრულდა. ეს არის ესპანური ფეხბურთის ახალი რეკორდი და ყველაზე გრძელი მატჩი.

მაშინ შეხვედრა „ალბასეტეს“ უკრაინელი ფეხბურთელის, რომან ზოზულიას მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო შეწყდა.

ამასობაში, უკვე ლა ლიგაც კარს მოგვადგა, რომლის რესტარტი ხვალ მოხდება, სევილიური დერბით „რამონ სანჩეს პისხუანზე“. „ბარსელონა“ კი 13 ივნისს „მალიორკას“ ესტუმრება, ხოლო 14 ივნისს, „რეალი“ „ეიბარს“ უმასპინძლებს.

0.112726