ფეხბურთი

23:09 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "დიბალა ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ კრიშტიანუსთან თამაში ადვილი არაა"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს ერთად თამაშზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს განსაკუთრებით არგენტინელისთვისაა რთული, მაგრამ ამის მიუხედავად შესაძლებელია.

„დიბალა ფენომენალური მოთამაშეა, მაგრამ ტაქტიკურად რთულია მისთვის კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში. მათ შეუძლიათ თამაშებში ცვლილებები შეიტანონ, თუმცა ერთად თამაში ადვილი არაა. მიუხედავად ამისა, მათი ტექნიკური და ფიზიკური თვისებებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეუძლიათ თამაშში ცვლილებები შეიტანონ და გუნდი ორივეს ერთად მოერგოს. ამრიგად, არეალი გარკვეულწილად ცარიელი რჩება, მაგრამ ეს სასიამოვნო სირთულეა“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, დიბალა და რონალდუ უკვე მეორე სეზონია თანაგუნდელები არიან და „იუვეში“ დიბალას ყველაზე ცუდი სეზონი სწორედ შარშან ჰქონდა, როდესაც გუნდში პორტუგალიელი მივიდა.

0.113285