ფეხბურთი

21:31 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

5 თვის და 26 დღის პერიოდი - ყველაზე გრძელი მატჩი

ყველაზე გრძელი თამაში ფეხბურთის ისტორიაში - „რაიო ვალეკანოსა“ და „ალბასეტეს“ შეხვედრა 2019 წლის 15 დეკემბერს შეწყდა და დღეს გაგრძელდება.

მაშინ მატჩი სტუმართა უკრაინელი ფეხბურთელის, რომან ზოზულიას მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის გამო შეწყდა, 2020 წლის 10 ივნისს, 5 თვისა და 26 დღის შემდეგ კი განახლდება...

გარდ ამისა, ეს იქნება პირველი ოფიციალური თამაში (ლა ლიგისა და სეგუნდა დივიზიონის ეგიდით), რომელიც კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ ჩატარდება.

აქამდე, ყველაზე გრძელი პრეცენდტი 1988-1989 წლების სეზონში ფიქსირდება. „ოსასუნა“ „რეალი“ მატჩი 1989 წლის 28 იანვარს, „ელ სადარზე“ 43-ე წუთზე შეწყდა და „ლა რომარედაზე“ სამი თვისა და ხუთი დღის შემდეგ, 1989 წლის 3 მაისს დასრულდა.

„რაიოსა“ და „ალბასეტეს“ მატჩი კი, 46-ე წუთზე 0:0-დან განახლდება და ცხადია დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

0.114243