სხვა

16:50 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას რუსი მებრძოლის წინააღმდეგ ჩაატარებს

რომან დოლიძე აბსოლუტურ საბრძოლო ხელოვნებაში სადებიუტო მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ქართველი მებრძოლი რუსი ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ გამართავს. ამის შესახებ mmadna.nl წერს.

აღნიშნული დაპირისპირება აბუ დაბიში 18 ივლისს შედგება. დოლიძის მეტოქეს აქამდე UFC-ში 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივე შემთხვევაში დამარცხდა, რაც შეეხება შერეულ საბრძოლო ხელოვნებას, მის ბალანსზე 8 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხია.

ქართველი სპორტსმენი კი ახალ გამოწვევას მარცხის გარეშე ხვდება და მას MMA-ში 6 ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.

0.135507