კრიშტიანუ რონალდუს ათლეტურ მონაცემებზე არაერთი თქმულა და დაწერილა. თუმცა, მადრიდის „რეალის“ ყოფილი ექიმი ხესუს ოლმო მიიჩნევს, რომ რონალდუზე უკეთესი ათლეტი ვისთანაც მას უმუშავია, გარეთ ბეილი იყო.
უელსელის შესახებ ოლმომ შემდეგნაირად ისაუბრა:
„ალბათ ის საუკეთესი ათლეტია, რომელიც მინახავს. ბუნებრივი სპორტსმენია, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერ სპორტში შეძლებდა წარმატების მიღწევას. საოცარი ათლეტური უნარები გააჩნია, იგივეს ვიტყოდი ტექნიკურ ასპექტზე. ბეილი არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველა ასპექტით შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა ოლმომ.