ფეხბურთი

14:41 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯანლუკა ძამბროტას TOP 11

იტალიის ეროვნული ნაკრებს ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ იმ ფეხბურთელებისგან, რომლებთანაც უთამაშია, საუკეთესო 11-ეული დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 43 წლის ვეტერანმა მცველმა TOP 11-ში 6 ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დაასახელა. თუმცა, ეს სავარაუდოც იყო, რადგან კარიერის უმეტესი ნაწილი მან სწორედ „ბებერი ქალბატონის“ რიგებში გაატარა (1999-2006), რომლის მაისურიც 217 შეხვედრაში მოირგო და 7 გოლიც გაიტანა.

ძამბროტას სიმბოლური გუნდი კი შემდეგნაირია:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: ფაბიო კანავარო, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი

ნახევარმცველები: ანდრეა პირლო, ჩავი, ანდრეს ინიესტა, ზინედინ ზიდანი

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ალესანდრო დელ პიერო, პაველ ნედვედი.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ზამბროტამ საფეხბურთო კარიერა მისი მშობლიური ქალაქის საფეხბურთო კლუბ „კომოში“ დაიწყო, სადაც 1994-1997 წლების სეზონში გამოდიოდა, შემდეგ კი „ბარის“, „იუვეს“, „ბარსელონას“, მილანისა“ და „კიასოს“ ღირსებას იცავდა. იტალიის ნაკრებში კი 98 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.109065