ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესთა არეალში მოექცა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა დანიელ ლონგომ განაცხადა.
„ბებერი ქალბატონი“ იტალიელთან განშორების წინააღმდეგი არ არის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის მოთამაშეს „რომასთან“ ძანიოლოს ტრანსფერში ჩართავდნენ, ასევე იყო „ჩელსიდან“ ჟორჟინიოს სანაცვლოდ გაშვების ვარიანტიც.
შეგახსენებთ, ბერნარდესკის ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. ფედერიკომ მიმდინარე სეზონში „იუვეს“ შემადგენლობაში“ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. იტალიელი მოედანზე საშუალოდ 45 წუთს ატარებს.