კალათბურთი

13:32 | 10.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანა პეისერსში" გოგა ბითაძის არ სჯერათ

ამერიკული გამოცემა Indy Cornrows-მა გამოაქვეყნა სტატია სადაც „ინდიანა პეისერსის“ სავარაუდო პრობლემებზე წერს. სტატიის ავტორმა რამდენიმე სცენარზე ისაუბბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა "პეისერსის" ცენტრზე და მათ შორის გოგა ბითაძეზე.

სურათი კი ასეთია: თუ რამდენიმე კალათბურთელს კორონავირუსის გამო საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევთ, როგორი იქნება დომანტას საბონისის გუნდი.

„კორონავირუსის გამო დომანტას საბონისსა და მაილს ტერნერს კარანტინი რომ დასჭირდეს, აშკარა სარეზერვო დახმარების გარეშე გოგა ბითაძე თავისი სუსტი დაცვით პირდაპირ ცეცხლში უნდა გადავუშვათ, რაც შემაშფოთებელია. იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ქართველი ცენტრი სტარტერი იყო, ის საშუალოდ 6 ფოლს იღებდა.

ნეიტ მაკმილანის გუნდს ალბათ, ვინმეს დამატება დასჭირდება. მაგალითად, დემარკუს კაზინსის. თუნდაც იმისთვის, რომ ინდიანას 4 ნომერზე სიღრმე შეუნარჩუნდეს", - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ NBA კორონავირუსის პანდემიის გამო 13 მარტს შეწყდა და მისი განახლება 31 ივლისს არის დაგეგმილი.

0.112821