ფეხბურთი

21:53 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1 შესაძლოა 22-გუნდიანი გახდეს

საფრანგეთში ერთი თვის წინ სეზონი დასრულებულად გამოაცხადეს, პსჟ-ს ჩემპიონის ტიტული გადასცეს, გასავარდნ ზონაში მყოფი სამი გუნდი კი დააქვეითეს.

თუმცა, „ლიონმა“, „ტულუზამ“ და „ამიენმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და მოსამართლემ შეაფასა საბოლოო სატურნირო ცხრილი და ქვედა ლიგაში გავარდნილი გუნდები ლიგაში დატოვა.

ახლა ბოლო სიტყვა LFP-ს ეკუთვნის, რომელმაც მომდევნო სეზონისთვის სწორი ფორმულა უნდა მოძებნოს.

თუ სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება დადასტურდება, ლიგა 1-ის 2020-2021 წლების სეზონი 22-გუნდიანი იქნება. 20 გუნდს, რომელიც 2019-2020 წლების სეზონში თამაშობდა, ლიგა 2-დან „ლორიენი“ და „ლანსი“ დაემატებიან.

ამრიგად, შესაძლოა ლიგა 1-ის ფორმატი შეიცვალოს და გუნდების რაოდენობა გაიზარდოს.

თეგებილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109979