„დინამო ბათუმის“ თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაძემ ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა.
ქართველ ფეხბურთელს ბოლო თვეების განმავლობაში ხერხემლის დაზიანება აწუხებდა, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ბუცები ლურსმანზე ნაადრევად ჩამოეკიდებინა.
საბანაძემ საქართველოს ჩემპიონატში 245 შეხვედრაში 77 გოლი გაიტანა. „დინამო ბათუმის“ გარდა, „ტორპედოში“, „ზესტაფონში“, „საბურთალოში“, „დინამო თბილისში“, მარტვილის „მერანში“, „სამტრედიასა“ და ირანულ „სიაჰში“ უთამაშია.