ფეხბურთი

14:34 | 9.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის ხუთ კლუბს "ლილის" ფორვარდის ყიდვა სურს

ფრანგული „ლილის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმჰენი 5 ინგლისური კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა ოსიტა არუნმა All Nigeria Soccer-თან ინტერვიუში განაცხადა.

აგენტის განცხადებით 21 წლის მოთამაშის შეძენა „ლივერპულს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „არსენალს“, „ტოტენჰემსა“ და „ჩელსის“ სურს.

ასევე ნიგერიელმა შეთავაზება იტალიური „ნაპოლისგანაც“ მიიღო,თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

აქვე გეტყვით, რომ „ლილი“ მზად არის ოსიმჰენს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. თავად ნიგერიელი კი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

0.111755