თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ 9 საათიან პროცესზე, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს, რომელიც ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს იცავს.
შესაბამისად, სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.
""თბილისის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოცემული ყველა ორდერი ძალაში უნდა დარჩეს. იმიტომ რომ ის არის კანონიერი, ის ეხებოდა სამართლიან საფუძვლებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობა ოჯახში ჩადენილია," - ანა აბაშიძე.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს და 100 000 ლარის გირასო სანაცვლოდ გაათავისუფლეს.